სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: „არჩევნები და მედია“

2012-02-20 12:13
Featured image

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

 

1. არჩევნების ზოგადი მიმოხილვა (არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები, საარჩევნო უფლება, არჩევნების მნიშვნელობა, საარჩევნო პროცესის დაფინანსება)

2. საქართველოს კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“

3. წინასაარჩევნო პერიოდი (საარჩევნო კომისიები, საარჩევნო ოლქები და უბნები, პარტიების რეგისტრაცია, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ამომრჩეველთა სიები)

4. კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები (საარჩევნო უბნის გახსნა/მოწყობა; სპეციალური უბნები; უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები; წილისყრა კომისიის წევრთა გამოსავლენად; ბიულეტენები და კონვერტები; სიების სახეები; საარჩევნო ყუთები; ჩანაწერთა წიგნი და მისი შევსების წესი)

5. ხმის მიცემის პროცედურები

6. ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები (ყუთის გახსნა, დათვლა, შემაჯამებელი ოქმების შევსება)

7. პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის

8. საარჩევნო დღის შემდგომი პერიოდი/გასაჩივრების პროცედურები/საჩივრის სახეები და მათი წარდგენის წესი

 

ტრენინგს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები საარჩევნო საკითხებში.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული „პროგრამის მონაწილის ანკეტა“ და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 4 მარტის 18 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: metreveli@gyla.ge

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და პრეტენდენტები შეირჩევიან შევსებული კითხვარის განხილვის შედეგად.

რეგიონებიდან  (არაბათუმელი) მონაწილე ჟურნალისტებისთვის უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების დაფარვა ორგანიზატორების მიერ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერთიფიკატები.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

 

საკონტაქტო პირი:

თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge  599 51 00 63