სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თელავის ოფისი

2012-11-23 16:40
Featured image
მისამართი: ქ. თელავი, 26 მაისის ქუჩა 13
საკონსულტაციო  ტელეფონი (0350) 271371; 23 07 45
ოფისის ხელმძღვანელი - მარეხ მგალობლიშვილი
ელექტრონული ფოსტა: telavi@gyla.ge
 
ზოგადი ინფორმაცია

დაფარვის ზონა:  კახეთის რეგიონი - თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი დაფუძნდა 2002 წლის 27 სექტემბერს. 
კახეთის რეგიონული გაზეთის,  „კახეთის ხმის“ გამოკითხვებით, საია-ს თელავის ოფისი 2004 წელს დასახელდა „ წლის არასამთავრობო ორგანიზაციად“ კახეთის რეგიონში. 
 
თანამშრომლები:
ოფისის ხელმძღვანელი - მარეხ მგალობლიშვილი
 
ადვოკატები:
დარეჯან ესიტაშვილი
ალექსი ტუსნიაშვილი
 
ძირითადი საქმიანობები
საიას თელავის ოფისი  საქმიანობს   4 ძირითადი მიმართულებით: 
 
1) ადამიანის უფლებები:
ა) უფასო იურიდიული კონსულტაცია. 
  • სატელეფონო კონსულტაცია;  
  • პირადი კონსულტაცია;
  • სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა; 
  • გასვლითი  იურიდიული კონსულტაცია კახეთის  რეგიონების სოფლებში;
 
ბ) წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, საია-ს გამგეობის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. 
გ) საიას თელავის ოფისი ეხმარება  როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სხვადასხვა სახის  სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებაში.
 
2) ცნობიერების ამაღლება
საიას თელავის ოფისი  ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.  სემინარები უტარდებათ ჟურნალისტებს, პედაგოგებს,  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, დევნილებს, ადამიანის უფლებების დამცველებს, არასამთავრობო სექტორისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
თელავის ოფისი  აწყობს  ავტო-ტურებს კახეთის რეგიონის სოფლებში. ავტო-ტურები მიზნად ისახავს, როგორც რეგიონის მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების დონის ამაღლებას,  ასევე მათთვის  უფასო იურიდიული დახმარების გაწევას.
 
3) იურიდიული განათლება
საია-ს თელავის ოფისში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება სემინარები სამართლის სხვადასხვა დარგში. სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს, მაგისტრანტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ თელავის ოფისის იურიდიულ კლინიკაში, რაც ხელს  შეუწყობს მათ პროფესიულ დაოსტატებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა   და განვითარებას. საია-ს  თელავის ოფისის ხელშეწყობით თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული  გუნდები რამდენიმე წელია წარმატებით მონაწილეობენ ოლიმპიადაში  „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“.
2007-2011 წლებში  საი-ს თელავის ოფისში ტარდებოდა საპარლამენტო დებატების  კურსი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. შიდა შესარჩევ ტურში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას ღებულობდნენ ქ. თბილისში გამართულ დებატების ეროვნულ ტურნირში.