სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მიღებას სასწავლო კურსზე: „გადასახადების ადმინისტრირება და გადამხდელის უფლებები“.

2017-10-10 12:05
Featured image

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მიღებას სასწავლო კურსზე: „გადასახადების ადმინისტრირება და გადამხდელის უფლებები“.

კურსის ფარგლებში მიმოხილული იქნება საქართველოს საგადასახადო სისტემა და გადასახადების გადამხდელის უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები.

კურსის ხანგრძლივობა 6 თვე. კურსის მიმდინარეობის დროს დატვირთული იქნება ერთი ან ორი სამუშაო დღე. ლექციები დაიწყება 19:00 საათზე და გაგრძელდება 20:30-21:00 საათამდე.

სასწავლო კურსის ღირებულებაა შეადგენს 450 ლარს. კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გადმოაგზავნონ 18 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ltic@gyla.ge ან n.baghashvili@gyla.ge
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირები:
მარიამ აბულაძე- ltic@gyla.ge , iuridiuliganatleba@yahoo.com ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 147), მობ: 595961900;
ნინო ბაღაშვილი- n.baghashvili@gyla.ge ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 137), მობ: 558671754.