სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ეგიდით დისკუსია მოეწყო

2011-03-17 08:11
Featured image

16 მარტს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ეგიდით მოეწყო საჯარო დისკუსია „რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი სასამართლო დავა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის“.

დისკუსიის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სამართლის კურსების სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგინეს მოცემულ თემაზე მომზადებული საინფორმაციო მოხსენება.

ღონისძიებაში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდნენ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ლევან მესხორაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე.