სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა წარმოადგინა

2010-07-24 12:42
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ:

1.    კომისიამ პროექტის 2 თვის ვადაში მიღებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო;
2.    საზოგადოებასთან ერთთვიანი განხილვის პერიოდი ზაფხულის სეზონს ემთხვევა, რაც გამორიცხავს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებთან აქტიურ კონსულტაციებს;
3.    წარმოდგენილი პროექტით მართალია, შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ ის მაინც რჩება პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ;
4.    მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობის ფუნქციები, ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის პირობებში;
5.    მთავრობა ფლობს პარლამენტზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებს ყოველგვარი რისკის გარეშე;
6.    დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი;
7.    პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით;
8.    ორგანული კანონის გაუქმებით საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ბერკეტი გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხები უმცირესობასთან კონსულტაციების გარეშე;
9.    გამოსაცდელი ვადის შემოღებით ეჭქვეშ დგებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დადებითი მხარეები;
10.    უვადოდ დანიშვნის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური ხელისუფლება ფლობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მექანიზმებს.