სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა

2011-10-01 10:25
Featured image

2011 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.

ორგანიზაციებმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით შენიშვნები გააცნო.

ორგანიზაციების შეფასებით შემოთავაზებული პროექტი არ გვთავაზობს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ამ მიმართულებით იგეგმება მუშობის გაგრძელება საქართველოს პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან. ორგანიზაციები საკუთარ მოსაზრებებს მოგვიანებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ.

გთხოვთ, იხილოთ ორგანიზაციების შენიშვნები  საარჩევნო კანონმდბელობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე მოქმედი საარჩევნო კოდექსისა და შემოთავაზებული პროექტის შედარების დოკუმენტი.