სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ACT-სთან ერთად შეიმუშავა კითხვარი, რომლის მიზანია ახალი სამთავრობო პორტალის ichange.gov.ge მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა

2018-03-04 13:00
Featured image

#საია #USAID –ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს მუშაობას ელექტრონული პეტიციების პორტალის ichange.gov.ge შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კუთხით. საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ACT-სთან ერთად შეიმუშავა კითხვარი, რომლის მიზანია ახალი სამთავრობო პორტალის ichange.gov.ge მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, ხარვეზების გამოვლენა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება. კვლევის ხანგრძლივობა დაახლოებით 5 წუთია. კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხოლო პასუხების კონფიდენციალობა კი სრულადაა დაცული. კვლევის შედეგები გაანალიზდება და მიეწოდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შემდგომი რეაგირებისთვის.