სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სპეციალურ პეტიციას ავრცელებს

2010-07-13 15:34
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინციატივით 2010 წლის 13 ივლისს გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „არასამთავრობო ორგანიზაციათა დაბეგვრის წესი ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით“.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის ის ნაწილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გადასახადების გაზრდას შეეხება.

ასევე შემუშავდა შესაბამისი მიმართვის ტექსტი.

საია არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს შეუერთდნენ აღნიშნულ მიმართვას და ხელი მოაწერონ პეტიციას!

პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://www.gopetition.com/petition/37744.html