სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებებს წარუდგენს

2011-06-23 10:52
Featured image

უვადო თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ განზრახ მკვლელობის შემთხვევაშია გათვალსწინებული. ცვლილების თანახმად კი, ეს სასჯელი შესაძლებელია გავრცელდეს ყველა ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი გარემოების არსებობისას, მაგალითად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისასაც კი, რაც აშკარად არაპროპორციულ მიდგომას აკანონებს, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება სასჯელის გამოყენების მიზნებს და პრინციპებს.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა, ანდა მასში მონაწილეობას. კანონპროექტის სიახლე მდგომარეობს დამატებით უკანონო ფორმირების დაფინანსების კრიმინალიზაციაში, რაც  მიზანშეწონილია, თუმცა პრობლემას წარმოადგენს თავად ფორმირების ცნების ახლებურ განსაზღვრება.

ახალი რედაქციით, ფორმირების ცნება ფართოდაა განმარტებული. უკანონო ფორმირებაში, გარდა იარაღისა, სხვა ნივთებით შეიარაღებაც იგულისხმება. კერძოდ, დღეს არსებულ ჩამონათვალს ემატება ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით შეიარაღება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად. ფორმირების ცნების ამგვარი განვრცოით იქმნება ნორმის არაგონივრულად ფართო ინტერპრეტაციის საფრთხე, რაც დაუშვებელია.