სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრის თანაშემწეთა კონკურსის მონაწილეების საყურადღებოდ

2018-04-05 12:41
Featured image

საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში წერით ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომელთაც სრულყოფილად ჰქონდათ წარმოდგენილი დოკუმენტები.

მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად:

სისხლის სამართლის მიმართულებით - 11 აპრილი, 10:00 საათი. მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 (საია-ს სასემინარო დარბაზები);

სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - ა) 12 აპრილი, 10:00 საათი (ამ დროს გამოცხადდით ის კონკურსანტები, რომელთა გვარები იწყება ,,ა“-დან ,,ლ“-ს ჩათვლით; ბ) 12 აპრილი, 14:00 საათი (ამ დროს გამოცხადდით ის კონკურსანტები, რომელთა გვარი იწყება ,,მ“-დან და ,,ჰ“-ს ჩათვლით). მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 (საია-ს სასემინარო დარბაზები).

გაითვალისწინეთ, რომ წერითი ეტაპის სხვა დღეს გადატანა ვერ მოხდება.

წერითი გამოცდისას (კაზუსების ამოხსნა) თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი. ასევე, სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ხოლო იმ კანდიდატებმა, რომელთაც ინტერესის სფეროდ მითითებული აქვთ სისხლის სამართალი, თან იქონიეთ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კოდექსის მოხმარება არ არის დაშვებული.

წერითი გამოცდის (კაზუსების ამოხსნა) შეფასების კრიტერიუმები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.