სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

2021-04-23 17:17
Featured image

გაცნობებთ, რომ სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერითეტაპზე მიიღეს მინიმუმ 10 ქულა.

სისხლის სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 8 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც მიიღეს  მინიმუმ 6.5 ქულა.

მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტების სია და გასაუბრების დრო იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

გასაუბრება გაიმართება დისტანციურ რეჟიმში პროგრამა Zoom-ის მეშვეობით სისხლის სამართლის მიმართულებით 26 აპრილს, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 27 და 28 აპრილს.

კონკურსანტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, შეუძლიათ ისარგებლონ აპელაციის უფლებით. წერითი დავალების შეფასების გასაგებად და აპელაციის უფლებით სარგებლობისთვის უნდა მოგვწეროთ მეილზე: loladze@gyla.ge შედეგების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. შეფასების გაგების შემდგომ აპელაციისთვის უნდა მობრძანდეთ საიას ოფისში (მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15), ნაშრომის გაცნობის შემდგომ კი, უნდა მოამზადოთ დასაბუთებული სააპელაციო განაცხადი.

მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.