სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია იწყებს სტუდენტების შერჩევას დისკუსიების ციკლში მონაწილეობის მისაღებად

2012-02-24 10:32
Featured image

პროექტში მონაწილეობის პირობები:

 

პროექტში მონაწილოების მისაღებად შეირჩევიან ჰუმანიტარული, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, ასევე სამართლის ფაკულტეტების მაღალი კურსისა (III და IV) და მაგისტრატურის სტუდენტები. აგრეთვე, ამავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულები 30 წლამდე.

მაღალი ინტერესის შემთხვევაში, ჯგუფის მონაწილეებად შეირჩევიან სხვა ფაკულტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებიც აკმაყოფილებენ შერჩევის კრიტერიუმებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 2012 წლის 14 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ CV და ესსე თემაზე: სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები საქართველოში (მაქსიმუმ 2 გვერდი).

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი CV-ის, ესსესა და გასაუბრების საფუძველზე. პროექტში მონაწილეობა უფასოა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ჯ. კახიძის ქუჩა #15, თბილისი.

ტელეფონი: 2 95 23 53  (შიდა ნომერი 127 ან 135)

იკითხეთ ლინა ღვინიანიძე, ვახუშტი მენაბდე ან თამთა მიქელაძე

ესსე და CV შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: gyla.discussions@gmail.com

 

ან წარმოადგინოთ საიას ოფისში.