სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ფემიციდის (თვითმკვლელობამდე მიყვანა) საქმეზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენას ითხოვს

2019-04-17 16:33
Featured image

დღეს, 2019 წლის 17 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქმის განხილვა თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო, სახელმწიფოსათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეზე. საია ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის პასუხისმგებლობის დადგენას იმის გამო, რომ მათ ვერ მოახერხეს ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია. ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელიც ეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის პრევენცია. თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 2019 წლის 2 მაისს გამოაცხადებს.

აღნიშნულ საქმეზე, თვითმკვლელობის ფაქტამდე, ქალს 16-ჯერ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართული ოჯახში ძალადობის გამო. საია შსს-ს და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირების გამო ედავება, რომელსაც ტრაგიკული შედეგი - თვითმკვლელობამდე მიყვანა მოჰყვა.

ეს არის მესამე საქმე, რომელზეც საია სახელმწიფო ორგანოებს ფემიციდის გამო ზიანის ანაზღაურებაზე ედავება. პირველი ორი საქმე ოჯახში ძალადობის შედეგად განზრახ მკვლელობას ეხებოდა, რომლის პრევენცია სახელმწიფო ორგანოებმა ვერ მოახდინეს.