სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია დაზარალებულებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს და შსს-ს მოუწოდებს გაასაჯაროოს ვიდეომასალები

2011-05-27 13:34
Featured image
სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია კი­დევ ერ­თხელ აღ­ნიშ­ნავს, რომ 2011 წლის 26 მა­ისს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე მი­ტინ­გის დაშ­ლი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან მოხ­და ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა, რის შე­დე­გა­დაც არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა სა­ხი­სა და სიმ­ძი­მის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.

საია მო­უ­წო­დებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს ყვე­ლა ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აწარ­მო­ებ­დნენ აქ­ცი­ის დაშ­ლის პრო­ცეს­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს ადექ­ვა­ტუ­რად შე­ფას­დეს რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა, ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხირ­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი.

ასე­ვე, ასო­ცი­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში უფა­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას სთავ­ზობს ყვე­ლა პირს, რო­მელ­მაც სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის გა­მო მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა სა­ხი­სა და სიმ­ძი­მის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.

აქ­ვე კი­დევ ერ­თხელ ვაცხ­ა­დებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტებს არ ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ვიდ­ნენ დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში და მო­ი­ნა­ხუ­ლონ მა­თი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი, ამ დრომ­დე უც­ნო­ბია და­კა­ვე­ბულ­თა ზუს­ტი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, რაც ზღუ­დავს დაც­ვის უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.