სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

2013-04-18 04:27
Featured image

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” ნაციონალური მოძრაობის მიერ 2013 წლის 19 აპრილს თბილისში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. 

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2013 წლის 19 აპრილს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. 

საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.