სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია არჩევნების დღის მონიტირინგის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

2010-05-30 12:51
Featured image

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:


•    ზეწოლა კანდიდატების ოჯახის წევრზე;
მესტიის 47-ე ოლქში პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფლების” პროპორციული სიის პირველი ნომრის, ვიქტორ ჯაფარიძის დამ, მანანა ჯაფარიძემ, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში ექიმად მუშაობს, სამსახურის უფროსიდან, გიორგი რატიანისგან მიიღო გაფრთხილება, რომ მას სამსახურის დატოვება მოუწევს იმის გამო, რომ ის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგა.

•    ხმის მიცემა არაუფლებამოსილი პირის მიერ ყალბი დოკუმენტებით;
ბათუმის 79-ე ოლქის 23-ე უბნის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ყალბი დოკუმენტებით ხმის მიცემის ფაქტი. კერძოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა. აღნიშნულ უბანზე მსგავსი შემთხვევა 3-ჯერ დაფიქსირდა; მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე ამავე ოლქის 27-ე უბანსა და მე-16 უბანზე.

•    უბანზე მისული ამომრჩევლების კონტროლი;
უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოცხადებული ამომრჩევლების ვინაობას კვლავ ინიშნავენ.
აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა:
ვაკის მე-2 ოლქის მე-5, მე-6, მე-10, 25-ე, 34-ე, 35-ე, 47-ე, 48-ე, 57-ე, 58-ე, 59-ე, 67-ე, 72-ე უბნებზე;
საბურთალოს მე-3 ოლქის მე-9, მე-5, 81-ე, 48-ე, 54-ე, 50-ე უბნებზე.

•    პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა;
მთაწმინდის 1-ელი საარჩევნო ოლქის 43-ე სპეცუბნიდან საარჩევნო ბლოკის “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი გიორგი კასრაძე უსაფუძვლოდ გააძევეს, მას შემდეგ რაც მან უბნის კომისიის თავმჯდომარის სახელზე საჩივარი დაწერა.

•    მარკირების; მარკირების შემოწმების შეუსრულებლობა;
ბათუმის 79-ე ოლქის 42-ე უბანზე ნახევარი საათის განმავლობაში მარკირების აპარატი სათანადოდ არ მუშაობდა, მიუხედავად ამისა, ამომრჩეველი კენჭისყრაში შეუზღუდავად მონაწილეობდა.

•    უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა;
მე-9 ოლქის მე-11 უბანზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დამკვირვებლის მოთხოვნის შემდგომ თავმჯდომარემ პოლიციელებს უბანი დაატოვებინა.
მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ჩუღურეთის მე-7 ოლქის მე-12 და 29-ე უბნებზე; ნაძალადევის მე-9 ოლქის მე-8 უბანზე;

•    სპეციალური უბნები;
გლდანის მე-10 ოლქის 113-ე უბანზე, რომელიც განთავსებულია გლდანის მერვე საპყრობილეში სპეციალურ სიაში შეყვანილ არც ერთ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა არ აღმოაჩნდა, შესაბამისად ხმა მხოლოდ კომისიის წევრებმა მისცეს.

•    პრობლემები გადასატანი საარჩევნო ყუთის პროცედურების დროს;
59-ე ოლქის მე-13 უბანზე გადასატანი ყუთის ბიულეტენები ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის გარეშე წაიღეს. ამ რეკვიზიტების გარეშე 4-მა მოქალაქემ მისცა ხმა.
ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა ამავე ოლქის 89-ე უბანზე.