სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია არჩევნების დღის მონიტირინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

2010-05-30 10:22
Featured image

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:

•    ხმის მიცემა არაუფლებაქმოსილი პირის მიერ;
ბათუმის 79-ე ოლქის 41-ე უბანზე მოქალაქემ ხმა სხვა ამომრჩევლის (ლევან ხარაზიშვილის) ნაცვლად მისცა; ამავე უბანზე ორმა პირმა სცადა სხვა მოქლაქის (მამუკა ლორიას და მამუკა მატკავას) ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა კომისიის წევრებმა მათ ხმის მიცემის საშუალება არ მისცემს.
79-ე ოლქის მე-16 უბანზე მისულ 3 ამომრჩეველს საარჩევნო სიებში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ.

•    უბანზე მისული ამომრჩევლების კონტროლი;
ისანის მე-5 ოლქის 77-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოცხადებული ამომრჩევლების ვინაობას ინიშნავენ.
იგივე ხდება გლდანის მე-10 ოლქის 24-ე, 53-ე, მე-9, 54-ე უბნებზე;
სამგორის მე-6 ოლქის 83-ე უბანზე; მე-10 ოლქის; 
ნაძალადევის მე-9 ოლქის 55-ე უბანზე; 
ვაკის მე-2 ოლქის 24-ე უბანზე;
ქუთაისის 59-ე ოლქის მე-16, 60-ე, 71-ე, 69-ე, 42-ე, 39-ე, 33-ე უბნებზე;
ბათუმის 79-ე ოლქის 21-ე 75-ე, 21-ე, 23-ე, 58-ე, 1-ლ, მე-2, მე-3, მე-6, მე-7, მე-8, 49-ე, 53-ე უბნებზე;

•    ბიულეტენის უბნიდან გატანა;
ბათუმის 79-ე ოლქის 62-ე უბანზე, დაახლოებით 12 საათისთვის უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა უბნიდან საარჩევნო ბიულეტენი გაიტანა. დამკვირვებლის შენიშვნის მიუხედავად საარჩევნო კომისიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოახდინა.
•    მარკირების; მარკირების შემოწმების შეუსრულებლობა;

კრწანისის მე-4 ოლქის 31-ე უბანზე მარკირების შემოწმების აპარატი გაფუჭებული იყო. კენჭისყრა შეჩერდა, თუმცა, 15-მდე ამომრჩეველმა გაუმართავი აპარატის პირობებში უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა;

•    სიებთან დაკავშირებული პრობლემები;
დიდუბის მე-8 ოლქის პირველ, მერვე და მეცხრე,  უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია არაუფლებამოსილი ამომრჩევლები, სულ 24 პირი. კერძოდ, პირები რომლებსაც შესაბამისი თხოვნით კომისიისთვის არ მიუმართავთ არჩევნებამდე 2 დღით ადრე.
•    დამკვირვებლებზე ზეწოლა;

სანის მე-5 საარჩევნო ოლქის მე-80 უბანზე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საიას დამკვირვებელს აუკრძალა რეგისტრატორების მაგიდასთან მიახლოვება.
 ჩუღურეთის მე-7 საარჩევნო ოლქის მე-12 უბანზე საიას დამკვირვებელს დაწერილი საჩივრის გამო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი შეუდგინა.

•    უბნის არასათანადოდ მოწყობა;
დიდუბის მე-8 ოლქის 56-ე უბანზე მიღება-ჩაბარების აქტში ბიულეტენების ოდენობა მითითებული არ იყო.
კრწანისის მე-4 ოლქის 31-ე უბანზე კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანეს მიღებული ბიულეტენების ოდენობა;

•    საკონტროლო ფურცლების არასათანადოდ შევსება;
ქუთაისის 59-ე ოლქის 89-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი დაგვიანებით ჩავარდა მას შემდეგ, რაც პირველმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო;

•    უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა;

ჩუღურეთის მე-7 ოლქის 27-ე, 20-ე უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა პოლიციელი. საჩივრის დაწერის შემდგომ თავმჯდომარემ პოლიციელს უბნის ტერიტორია დაატოვებინა.

ჩუღურეთის მე-7 ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე პოლიციის თანამშრომელი იმყოფება უბნის ტერიტორიაზე; საჩივრის დაწერის შემდგომ თავმჯდომარემ პოლიციელს უბნის ტერიტორია დაატოვებინა.