სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ახალგაზრდული მიგრაციის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

2013-08-12 05:52
Featured image

2013 წლის 12 აგვისტოს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალგაზრდული მიგრაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, გაიმართა პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია. 

პროექტი ხორციელდება  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ. დონორ ორგანიზაციას ევროკავშირი წარმოადგენს. პროექტი ფოკუსირდება 4 მთავარ ამოცანაზე: მიგრაცია და განვითარება; მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; არალეგალური მიგრაციისა  და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; მიგრანტთა უფლებების დაცვა.

აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევების შედეგების შესახებ.  კვლევები ეხება ბოლო პერიოდში საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, კვლევების შედეგად გაანალიზებულია საქართველოს მიგრაციის სტრატეგია 2013-2015 წლებში, მიგრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები, მიგრაციული პროცესების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის (საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება) საკითხები.