სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს ვიდეო რგოლების გადაღებაზე

2024-05-17 15:07
Featured image

სატენდერო წინადადების გამოცხადების მიზანია, შევარჩიოთ იურიდიული/ ფიზიკური პირი, რომელიც გაგვიწევს შემდეგ მოსახურებებს:

§ პრე-ფროდაქშენი: ბიუჯეტირება, ორიგინალური სცენარის შექმნა, ლოკაციის შერჩევა, ქოფირაითინგი (არსებული მასალის დამუშავება და კონტენტზე მორგება);

§ ფროდაქშენი: ვიდეო კონტენტის შექმნა, აუდიო კონტენტის შექმნა;

§ პოსტ-ფროდაქშენი: მონტაჟი, კორექცია, ფორმატის შერჩევა, მუსიკალური გაფორმება.

 

სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულია:

9 ვიდეო რგოლის მომზადება (თითეულის ხანგძლიოვობა 1-3 წუთამდე)

პროექტის ამოცანაა შექიმნას საინტერესო ვიდეო რგოლები, 1-დან 3 წუთამდე თითოეული, რომელიც წარმოაჩენს ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელობას და როლს.

მოლოდინი გვაქვს, რომ შემოთავაზებული იქნება დინამიური სცენარები ჩვენს მიერ მოცემულ კონცეფციებზე დაყრდნობით. თითოეულ ვიდეოს უნდა ჰქონდეს ლაკონური, მაგრამ ყოვლისმომცველი ნარატივი, რათა წაახალისოს მაყურებლის ჩართულობა.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორვ ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

 

აუცილებელი მოთხოვნაა - წარმოადგინოთ:

§ კომპანიის/ფიზ. პირის პორტფოლიო;

§ გუნდის წევრების რეზიუმე;

§ შესაბამისი ვიდეო პროექტების პორტფოლიო;

§ ხარჯთაღრიცხვა;

§ სამუშაოს შესრულების ვადები და წარმოების საორიენტაციო გრაფიკი.

 

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

 

§ კომპანიის/ფიზიკური პირის გამოცდილება;

§ წინა ნამუშევრების ხარისხი და კრეატიულობა;

§ ხარჯების ეფექტიანობა;

§ სამუშაოს შესრულების ვადები.

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები და სატენდერო წინადადება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: GYLA@GYLA.GE .

გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „სატენდერო წინადადება - ვიდეო რგოლის დამზადება“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 27 მაისი, 18:00 საათი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანიდადეტებს.