სიახლეები
ნათია ზოიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს მიმართა. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე მიიჩნევს, რომ გიორგი კოხრეიძის ქმედებებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. გიორგი კოხრეიძის განცხადებით მას აქვს ნათია ზოიძის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერები, რომელსაც გაასაჯაროებს თუ მისი პირობები არ იქნება მიღებული. ამასთან, ტელევიზიის დირექტორი მის მოადგილეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.
გააზიარე: