სიახლეები
გაცნობებთ, რომ სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერითეტაპზე მიიღეს მინიმუმ 11 ქულა.
სისხლის სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 12 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც მიიღეს მინიმუმ 8.5 ქულა.
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტების სია და გასაუბრების დრო იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
გასაუბრება გაიმართება დისტანციურ რეჟიმში პროგრამა Zoom-ის მეშვეობით სისხლის სამართლის მიმართულებით 8 ოქტომბერს, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 12 და 13 ოქტომბერს.
კონკურსანტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, შეუძლიათ ისარგებლონ აპელაციის უფლებით. წერითი დავალების შეფასების გასაგებად და აპელაციის უფლების სარგებლობისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე: loladze@gyla.ge არაუგვიანეს 6 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.
გააზიარე: