სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რეგიონებში ელექტრონული პეტიციების IChange.gov.ge პლატფორმის საინფორმაციო კამპანია დაიწყო

2018-01-24 17:06
Featured image

ქუთაისსა და ზუგდიდში ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა. საიას და “სიდას” წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ichange.gov.ge-ის ფუნქციები და ამ პლატფორმით სარგებლობის წესები გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კამპანიის მიზანია, მოქალაქეებმა აქტიურად გამოიყენონ პეტიციის პლატფორმა და წამოჭრან ის თემები, რომლებიც მათ აწუხებთ.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ბათუმსა და ოზურგეთშიც გაიმართება.

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართცველობის ინიციატივა”-ს (GGI) მიერ. კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).