სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მარტის თვეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებმა ოთხი პროცესი მოიგეს

2007-04-09 20:00
Featured image

აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ დ.ო.-ს მიმართ წარმოებული საქმე განიხილა 2007 წლის 30 მარტს. სასამართლომ გააუქმა  თბილისის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. მსჯავრდებული დ.ო.-ს სასამართლო სხდომის დარბაზიდან იქნა გათავისუფლებული, სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რადგან მიყენებული ზიანი მცირე მნიშვნელობის იყო.


2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იურიდიული დახმარება აღმოუჩინა მ.ბ.-ს ნ.ნ.-ს წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში. მ.ბ. 1995 წლიდან 1999 წლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ნ.-სთან. მათ არარეგისტირებული ქორწინებიდან ჰყავთ 10 წლის შვილი – გ.ნ.
1999 წლიდან მ. ბ. და ნ. ნ. ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ბავშვი აღსაზრდელად დედასთან იმყოფება. მთელი ამ დროის განმავლობაში დაზარალებულის ქმარი (ნ.ნ.) არ ასრულებდა მშობლის უფლება-მოვალეობებს, არ მონაწილეობდა შვილის აღზრდის პროცესში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოჩენილი სამართლებრივი დახმარების შედეგად, სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ ალიმენტი დაეკისრა თვეში 70 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე.


3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებდა ლ.ს.-ს ინტერესების დაცვას სასამართლოში. ლ.ს. გათავისუფლებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიიდან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ლ.ს. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ოფიცრის ქვრივი გახლდათ. იგი მონაწილეობას ღებულობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.
ლ.ს.-ს ჰყავს შრომისუუნარო მშობლები და  გათავისუფლების მომენტში  ჰყავდა  არასრულწლოვანი შვილი. ამ გარემოებებიდან გამომდინარე ლ.ს.-ს იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 36_ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მუშაკთა რიცხოვნობისა და შტატების შემცირებისას სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, კერძოდ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბრძანება ლ.ს.-ს გათავისუფლების თაობაზე. ამასთან აკადემიას მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება  დაეკისრა (14 440 ლარი). შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნა გასაჩივრებული საკასაციო წესით და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.


4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის რ.მ.-ს ინტერესებს. კერძოდ, აღნიშნული პირის მომართვის საფუძველზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 6 თებერვლის # 9 ბრძანება  გასაჩივრებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების წესით. გასაჩივრებული ბრძანების მიხედვით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელის მიერ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომისა და დანართის გაცემისათვის თითოეული სტუდენტისათვის დადგენილ იქნა საფასური 9 ლარის ოდენობით. ამასთან აღნიშნული თანხის გადახდა დაევალა მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩაირიცხნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში. გასაჩივრებული აქტი მინისტრის ბრძანებით შეჩერდა დავის საბოლოო განხილვამდე. ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დავის პროცესში ბათილად იქნა ცნობილი სადაო ბრძანება (ანუ თავად აქტის გამომცემმა ორგანომ სცნო იგი უკანონოდ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 192-ე მუხლის საფუძველზე მინისტრის 2007 წლის 1 მარტის #157 ბრძანებით შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება ჩვენს საჩივართან დაკავშირებით.