სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ განცხადება

2011-07-20 09:19
Featured image

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წარმომადგენლებთან  შეხვედრისას განაცხადა, რომ საქმე სრულიად საიდუმლო არ არის, გასაიდუმლოებულია მხოლოდ საქმის ნაწილი. ასევე, შსს- ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილმა 2011 წლის 15 ივლისის ოფიციალურ  სატელევიზიო განცხადებაში დაადასტურა, რომ ფოტოგრაფებთან დაკავშირებულ  საქმეს სრულად არ ადევს საიდუმლო გრიფი.

ვინაიდან შსს-ს მაღალჩინოსანთა განცხადებებიდან იკვეთება, რომ საქმის მხოლოდ ნაწილი არის საიდუმლო ინფორმაციად მიჩნეული, კოალიცია მოითხოვს, შეიცვალოს ადვოკატების მიერ დადებული ხელწერილის პირობები და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, გაავრცელონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქმის მასალები იყოს ღია და ხელმისაწვდომი, რადგანაც საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმისადმი ძალიან მაღალია.

კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ განცხადებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

1.             საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია 

2.             არასამთავრობო ორგანიზაციასამოქალაქო საზოგადოებისათვის 

3.             საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

4.             რეგიონული მაუწყებლების ქსელი 

5.             ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია

6.             მედიაკლუბი 

7.             საერთაშორისო გამჭვირვალობა 

8.             საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

9.             სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი 

10.           ფონდიღია საზოგადოება - საქართველო

11.           ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი