16 ივნისს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგაში ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშების პირველადი მიგნებები და პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები წარადგინეს. საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და წარმოადგინა პროკურატურის რეფორმის თაობაზე მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი. ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს.
აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაცია ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2015 წლის 18 მაისს, რიგაში გამართეს.