სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დებატების ტურნირში გამარჯვებულები ჩინეთში გაემგზავრებიან

2007-04-23 20:00
Featured image

2007 წლის აპრილის თვეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ეგიდით გაიმართა  დებატების შიდა ტურნირი. დებატების კურსი  უკვე 6 თვეა ისწავლება ფონდში სხდასხვა სამართლებრივი კურსების პარალელურად. აღნიშნული კურსი, როგორც დისციპლინა 2005-2006 წლებში დაემატა ფონდის სხვადასხვა სამართლებრივ კურსებს. შარშანდელმა გამოცდილებამ ცხადყო მომავალი იურისტებისათვის ამ დისციპლინის უდავო საჭიროება. სტუდენტები კურსის განმავლობაში ეწაფებიან კონსტრუქციული კამათის ხელოვნებას და, ამავდროულად,  იმტკიცებენ ცოდნას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, აწყობენ საჯარო დისკუსიებს ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემებზე. 2006-2007 წელს დებატების კურსი უკვე საიას რეგიონალურ ოფისებშიც დამკვიდრდა – რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

დებატების კურსის წარმატებულად ჩატარებისთვის ფასდაუდებელი შრომა გაწიეს კვალიფიცირებულმა ტრენერებმა (თბილისში – ოთარ კახიძე, თამარ გურჩიანი, თინათინ შელია; ბათუმში – ირაკლი ანანიძე; ქუთაისში – ნიკოლოზ გეგეშიძე; გორში – კახაბერ გორდაძე; თელავში – ლელა ტალიური; რუსთავში – ლელა ბექაური),  რომლებიც შემდგომ ტურნირზეც მსაჯობდნენ შარშანდელ საუკეთესო მოდებატე სტუდენტებთან ერთად.
ტურნირისათვის თემად შერჩეულ იქნა ადამიანის უფლებები, რომელზეც შემდგომ ჩამოყალიბდა 35 რეზოლუცია. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ თემისა და რეზოლუციების ირგვლივ, რამაც საშუალება მისცა მათ  დაუფლებოდნენ  არამარტო კონსტრუქციული კამათის ხელოვნებას, არამედ გაეღრმავებინათ ცოდნა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებშიც. 

შიდა ტურნირები თბილისში 13-15 აპრილს გაიმართა, რეგიონებში კი 18-22 აპრილს. გამოვლინდა 8 საუკეთესო გუნდი და 30 საუკეთესო მომხსენებელი.

გამარჯვებული გუნდები არიან:

თბილისი:
1. შესავალი სამართლის ჯგუფი:
ქეთი აბაშიძე და ალექსანდრე დევიძე

2. სამოქალაქო სამართლის ჯგუფი:
კახა ომარაშვილი და გულად ჯაჯანიძე

3. სისხლის და საერთაშორისო  სამართლის ჯგუფები
ტარიელ ტყემალაძე და ზურაბ შარიაშვილი


ქუთაისი:
გიორგი ნიკოლაძე და ნინო ტუღუში

ბათუმი:
გიორგი ჭურკვეიძე და ჯაბა ფუტკარაძე

რუსთავი:
გიორგი ლაცაბიძე და სოფო ხუციშვილი

თელავი:
გრიშიკაშვილი ლევან და სიბაშვილი მიხეილ

გორი:
ნათია ჭიღლაძე ეკა ქამადაძე

 


საუკეთესო ორატორის ტიტული  დაიმსახურეს:


შესავალი სამართლის კურსი:
1. ღვინიანიძე ლინა
2. ქაჯაია ანა
3. აბაშიძე ქეთი
4. თაყნიაშვილი ნინო
5. ალექსანდრე დევიძე

სამოქალაქო სამართლის ჯგუფი

1. კახა ომარაშვილი
2. გიორგი მარჩილიძე
3. ანი აბაშიძე
4. თეა იმედაძე
5. თამარ წიკლაური
6. ლაშა მესხი

სისხლის და საერთაშორისო სამართლის ჯგუფები:

1. ღლონტი გიორგი
2. საჯაია სოფო
3. სალუქვაძე თათია
4. შოთაძე თამუნა
5. მუხურაძე სალომე


ქუთაისი:
1. გიორგი ნიკოლაძე
2. ზვიად ცირეკიძე
3. ვახტანგ სვანაძე

ბათუმი:
1. თამთა დოლიძე
2. ჯაბა ფუტკარაძე
3. კოკა კუხალეიშვილი

გორი:
1. ნათია ჭიღლაძე

თელავი:
1. სიბაშვილი მიხეილ
2. ლანაჭრელაშვილი ნატო
3. გურგენიშვილი ნათია

რუსთავი:
1. გიორგი ოზბიტაშვილი
2. გიორგი ლაცაბიძე
3. იაგო ქეშელაშვილი
4. გიორგი ბოკვერაძე


იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა დაასაჩუქრა გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო ორატორები, მათ გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატებიც.
28 აპრილს თბილისის ოფისში გაიმართება ეროვნული ტურნირი სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ასევე რეგიონებში გამარჯვებული გუნდები.

30 ორატორიდან შეირჩევა ორი მონაწილე, რომლებიც საუკეთესოდ ფლობენ ინგლისურ ენას  და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სრული დაფინანსებით მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთში დაგეგმილ საერთაშორისო დებატების ტურნირში, რომელიც 23-27 მაისს გაიმართება.