სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დაფუძნდა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“

2011-04-14 14:51
Featured image

თუმცა, კოლაციის საქმიანობა პარალელურად ბევრად უფრო ფართო სპექტროს მოიცავს, მათო შორის არის საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება, ინფრომაციის თავისუფლების სფეროში არსებულ პრობლემებზე რეაგირება, რეგინულ მაუწყბელთა ინტერესების დაცვა და ა.შ

პრესკონფერენციის ბოლოს კოალაციის დამფუძნებლებმა ხელი მოაწერეს მათ მიერვე შემუშავებულ მემორანდუმს, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მათ ერთიანობას.

კოალაციის მხარდამჭერი არის ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”.

 

მემორანდუმი

 

ჩვენ, 11 არასამთავრობო ორგანიზაცია, ვერთიანდებით იმ მიზნით, რომ

ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მედია გარემოს გაუმჯობესებას

დავიცვათ მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესები

გავაძლიეროთ მედიის როლი დემოკრატიის განვითარებაში

 

თითოეული ჩვენგანი ვაცნოებიერებთ რა,  დამოუკიდებელი მედიაგარემოს არსებობის მნიშვნელობას და მის განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში;

 

ასევე, სამოქალაქო სექტორის პასუხისმგებლობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს  მიმდინარე მოვლენებში;

 

საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მივმართავთ  ყველა ძალისხმევას  რათა გაუმჯობესდეს მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობა, განხორციელდეს მუდმივი  კონტროლი კანონის შესრულებაზე და დაცული იყოს ჟურნალისტთა უფლებები და მედიის ფინანსური დამოუკიდებლოება. 

 

გვჯერა, რომ ჩვენი ერთიანობა გახდება ჩვენივე მიზნების განხორციელების საწინდარი. კოალიცია ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, რომელიც იზიარებს კოალიციის მიზნებს და მზადაა ითანამშრომლოს მასთან.

 

კოალიციის დაფუძნებელი წევრებია:

1.      ”საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” 

2.      არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისათვის” 

3.      ”საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”

4.      ”რეგიონული მაუწყებლების ქსელი” 

5.      ”ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია”

6.      ”მედიაკლუბი” 

7.      ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” 

8.      ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”

9.      ”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” 

10.  ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”

11.  ”ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”