სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ბრძოლა სარეკრეაციო ზონებისთვის“

2017-03-02 13:32
Featured image


საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი, ქალაქ ოზურგეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს მიმართავს პეტიციით, რომლის მიზანი ქალაქში სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვაა.

ორგანიზაციებმა უკვე შეაგროვეს კანონით გათვალისიწნებული რაოდენობის მოქალაქეთა ხელმოწერები, 2017 წლის 2 მარტს, ქალაქის საკრებულოს წარედგინება დადგენილების პროექტი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარეკრეაციო ზონებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში განაშენიანების რეგულირების წესების განსაზღვრის შესახებ.

პროცესის წამოწყების საფუძველი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ  ქ. ოზურგეთში მდებარე ე.წ. „9 აპრილის პარკის“ შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, რამაც ადგილობრივ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.   არასამთავრობო ორგანიზაციების  მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაისმა არგუმენტი, რომ 9 აპრილის პარკს, პარკის სტატუსი არ აქვს და შესაბამისად, ის რეგულაციები, რაც სარეკრიაციო ტერიტორიებზე სხვადსახვა სახის მშენებლობების წარმეობას კრძალავს, ან საჯარო განხილვებს მოითხოვს, არ არსებობს. 

პეტიციით წარდგენილი დადგენილების პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცისა და სარეკრეაციო ტერიტორიის ცნებების სამართლებრივ განსაზღვრებას, ასევე, საზოგადოებრივი სივრცის პირდაპირი განკარგვის წესით გასხვისებისა და სარეკრეაციო ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის მშენებლობის წარმოების აკრძალვას, გარდა სარეკრეაციო ტერიტორიის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ობიექტებისა.