სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსთავი 2 -ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს

2017-03-05 18:29
Featured image

ოცდახუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიმართა. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არააერთი გარემოება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას ამ საქმეში, და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს ტელეკომპანიის საჩივარი, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი.