სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია კონტროლის პალატასთან

2012-02-09 12:40
Featured image

 

 

„ნუ სდევნით არასამთავრობო სექტორს!“, „ნუ კლავთ სამოქალაქო აქტივიზმს!“, „ჩვენ პოლიტიკური პარტიები არ ვართ!“, „განასხვავეთ პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან“ - აღნიშნული მოწოდებებით გუშინ, 8 თებერვალს,  არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონტროლის პალატის შენობის წინ კონტროლის პალატის ის უკანონო გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ (nGnI) პარტიასთან დაკავშირებულ პირად გამოცხადდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, წარმოადგენს სამოქალაქო აქტიურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და  საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ქვეყანაში. ორგანიზაციების განცხადებით, პოლიტიკური პარტიებისათვის დადგენილი შეზღუდვების გამოყენება კონტროლის პალატის მიერ ხდება უკვე არა მხოლოდ პოლიტიკური აქტივობის, არამედ სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგაც.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს კონტროლის პალატას - დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება და მხარეებს მისცეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობისა და მისი გასაჩივრების საშუალება, ხოლო საქართველოს პარლამენტმა - დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების თავისუფლების და ხელშეუხებლობის გარანტიები.

 

გთხოვთ იხილოთ არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადება.

განცხადების ტექსტი ღიაა ხელმოსაწერად