სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ახალგაზრდა იურისტები საქართველოში ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისათვის

2011-07-18 15:38
Featured image

2. ინდივიდუალურ უფლებათა დარღვევებზე რეგირების მოხდენის მიზნით -  საია-ს უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფს იმ პირთათვის რომელთა შრომოთი უფლებებიც დაირღვა.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ისეთი მოწყვლადი ჯგუფების შრომითი უფლებების დაცვაზე როგორებიც არიან: ორსულები, არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, საპენსიო ასაკს მიღწეული პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპეციპიური პროფესიის მქონე პირები (ექიმები, ჟურნალისტები, მასწავლებლები და ა.შ.).

3.  საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და უფლებათა დარღვევების პრევენციის მიზნით - საია-მ მოამზადა და თავისი რეგიონული ოფისების დახმარებით გაავრცელა სპეციალური ბროშურები შრომით უფლებებთან დაკავშირებით. ბროშურები მომზადდა როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. პროექტის ფარგლებში აგრეთვე მომზადდა სოციალური რეკლამები, რომლებიც ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით.