სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

26 ივნისი – წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე!

2009-06-25 20:00
Featured image

26 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია გამართა სახელწოდებით “არ აწამო!”

 



ორგანიზაციის თანამშრომლები 11:00 საათზე დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ შეიკრიბებიან, ხოლო 12:00 საათზე ორთაჭალაში, შსს-ს ძველ შენობასთან გადაინაცვლეს

ორგანიზატორები მხატვარ ზაალ სულაკაურის მიერ შექმნილი წამების საწინააღმდეგო ლოგოთი დამშვენებულ მაისურებით სპეციალური ლიფლეტებს არიგებნენ და შენობებს თეთრ ლენტებს აბამდნენ წარწერით “არ აწამო!”

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო დროს წამების ფაქტებმა შედარებით იკლო, პრობლემა მაინც აქტუალურია და ბოლომდე არ აღმოფხვრილა.

26 ივნისს _ წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ სახელმწიფოს ვალდებულება, რომ არ დაუშვას წამება და არაადამიანური მოპყრობა და გამოიძიოს ყველა მსგავსი ფაქტი.

1997 წლის 12 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეკომენდაციით 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს დღე წამების აღმოფხვრისა და 1987 წლის 26 ივნისს ამოქმედებული წამების საწინააღმდეგო კონვენციის ეფექტური მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით აღინიშნება.

გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია სახელმწიფოებს ავალდებულებს, გამოიძიონ წამების ყველა ფაქტი, პასუხისგებაში მისცენ და დასაჯონ დამნაშავეები, გადაუხადონ კომპენსაცია მსხვერპლს, ანუ მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა დაუსჯელობასთან საბრძოლველად. წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპრყობის და დასჯის აკრძალვა ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომლის შეზღუდვა არანაირი გარემოებების არსებობის დროს არ არის დაშვებული და გამართლებული.