სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2016 წლის იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით აზერბაიჯანის 127 მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე

2017-07-05 17:08
Featured image

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საიათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის მოტივით ყველაზე ხშირად საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე უარი აზერბაიჯანის მოქალაქეებს ეთქვათ. კერძოდ, აღნიშნული მოტივით საზღვრის გადმოკვეთაზე უარი სულ 212 პირს ეთქვა, საიდანაც 127 აზერბაიჯანის მოქალაქე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ პოლიტაქტივისტებს, ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს ასევე პრობლემები ექმნებათ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებაზე.

აზერბაიჯანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მაღალი მაჩვენებელი აჩენს გარკვეულ ეჭვებს, რამდენად დასაბუთებულია უარის თქმა.