სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი დააკმაყოფილა

2011-10-04 07:02
Featured image

2011 წლის 3 ოქტომბერს #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის საჩივარი განიხილა. საჩივარი ეხებოდა #16  საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ყუთის გახსნისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევას საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან. დამრღვევი კომისიის წევრების მიმართ მოთხოვნილ იქნა პასუხისმგებლობის დაკისრება საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად.
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ იმსჯელა რა საიას საჩივარში დაფიქსირებულ დარღვევაზე, მიიღო გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის დამრღვევი  წევრების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

იხილეთ  #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება