სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

10 დეკემბრის კვირეულის ფარგლებში საიამ პატიმრების უფლებებზე პრეზენტაცია გამართა

2008-12-17 20:00
Featured image
18 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფინანსური მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოსათვის პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებით გაწეული რეკომენდაციების შესრულების შედეგების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა ანგარიში, რომელიც მოიცავს საქართველოში დღეს მოქმედი თითოეულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

ზემოაღნიშნული ანგარიშები მომზადებულია “პენიტენციალური სისტემის გამჭვირვალობა და პატიმართა უფლებების დაცვა” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ეუთოს (OSCE) მისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიება საიას მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში გაიმართა.