სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია იწყებს სტუდენტების შერჩევას დისკუსიების ციკლში მონაწილეობის მისაღებად

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მასთან არსებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც ქართული სამოქალაქო საზოგადოების ანალიზსა და სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი საჯარო დისკუსიების პლატფორმის ფორმით განხორციელდება, სადაც მონაწილეების მყარი ჯგუფისთვის გაიმართება ლექციებისა და დისკუსიების ციკლი პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში, ასევე ფილოსოფიასა და სამართალში. ლექციების მიზანია თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში არსებული ალტერნატიული დისკურსების გააზრება და მათი პარადიგმიდან ქართული სამოქალაქო საზოგადოების ანალიზი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 დისკუსია, რომელიც გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათ საღამოს. ლექციებს შესაბამისი დარგის სპეციალისტები წაიკითხავენ. პროექტის მიმდინარეობისას ჯგუფის წევრებს მოუწევთ თეორიული და პრაქტიკული ხასიათის სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, კონკრეტული სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება და ლექციის თემატიკასთან დაკავშირებით მოკლე ანალიზის მომზადება. პროექტის დასრულების შემდეგ საია ხელს შეუწყობს დაინტერესებული მონაწილეების სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებას.  

2012-02-24 10:32 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: „არჩევნები და მედია“

    ტრენინგი ორდღიანია და ჩატარდება ქ.ბათუმში 2012 წლის 17-18 მარტს დილის 10:00სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილება შეუძლიათ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს. ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეების ინფორმირებულობას“ (GMEDIA) ფარგლებში.  

2012-02-20 12:13 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კამპანიის "ეს შენ გეხება" ფარგლებში პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2012 წლის 17 თებერვალს კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)  და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ ეწინააღმდეგებიან 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულ საკანონმდებლო რეალობას და პარლამენტს მისი შეცვლისკენ მოუწოდებენ. კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნას 200-მდე მედია საშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია და 400-მდე ინდივიდუალური ხელმომწერი ჰყავს. საკანონმდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენს უპასუხოს კანონით დადგენილი ფართო, დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გონივრულ რეგულირებას დაუქვემდებაროს კანონის მოქმედების ქვეშ არსებული სუბიექტები სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, მისი მიზანია  საკანონმდებლო ხარვეზები და  ბუნდოვანებები ნათელი რეგულაციებითა და პროცედურებით ჩაანაცვლოს.  

2012-02-16 20:00 სრულად ნახვა

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციას უკვე 180-მდე ხელმომწერი ჰყავს

  დღეს 12 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, 2011 წლის დეკემბერში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში, პეტიციაზე ხელმოწერა გაიმართა. ღონისძიებას ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი უძღვებოდა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას პეტიციის ტექსტი გააცნო და ხელმოწერისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე საუბარი იყო კამპანიის სამომავლო გეგმებზეც, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხვალ დღის 14 საათზე საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში შეტანა.  

2012-02-16 13:50 სრულად ნახვა

საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიცია

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც:•    ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;•    მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; •    განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას;•    სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; •    აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.

2012-02-13 14:13 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია კონტროლის პალატასთან

    „ნუ სდევნით არასამთავრობო სექტორს!“, „ნუ კლავთ სამოქალაქო აქტივიზმს!“, „ჩვენ პოლიტიკური პარტიები არ ვართ!“, „განასხვავეთ პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან“ - აღნიშნული მოწოდებებით გუშინ, 8 თებერვალს,  არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონტროლის პალატის შენობის წინ კონტროლის პალატის ის უკანონო გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ (nGnI) პარტიასთან დაკავშირებულ პირად გამოცხადდა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, წარმოადგენს სამოქალაქო აქტიურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და  საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ქვეყანაში. ორგანიზაციების განცხადებით, პოლიტიკური პარტიებისათვის დადგენილი შეზღუდვების გამოყენება კონტროლის პალატის მიერ ხდება უკვე არა მხოლოდ პოლიტიკური აქტივობის, არამედ სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგაც.  

2012-02-09 12:40 სრულად ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მრგვალი მაგიდა გამართა

  2012 წლის 8 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა - ძირითადი პრობლემები საქართველოში“. მრგვალი მაგიდის მიზანს 2011 წლის პირველ ნახევარში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების ირგვლივ დისკუსიის გამართვა წარმოადგენდა. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში ჩატარდა.  

2012-02-09 11:23 სრულად ნახვა

საია საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნას ეხმაურება

დღეს, 2012 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნისას, საიას სურს მოკლედ შეაჯამოს გასული წელი, საქართველოს პარლამენტის საქმიანობისას გამოვლენილი პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით. 2011 წელს  საია კვლავ განაგრძობდა დაკვირვებას საკანონმდებლო პროცესზე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუშაობა უაღრესად სწრაფ ტემპებში წარიმართა და ჯამში 483 კანონი იქნა მიღებული. განსაკუთრებით დატვირთული წლის ბოლო დღეები იყო, რა დროსაც სამართლის სხვადასხვა სფეროში ნაჩქარევი ტემპებით უმნიშვნელოვანესი ცვლილებები იქნა განხორციელებული. კერძოდ, 15 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, 2-კვირიან პერიოდში სულ 90 კანონი იქნა მიღებული, რაც ჯამში მიღებული კანონების დაახლოებით 19 %-ს შეადგენს. აღნიშნული სწრაფი განხილვები ხშირად პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა. ძირითად დარღვევებს შორისაა: კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა/ვადის დარღვევით გამოქვეყნება, საკომიტეტო განხილვებისას ქვორუმის არარსებობა, პარლამენტის სხდომაზე არმყოფი დეპუტატის ნაცვლად ხმის მიცემა, კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების მესამე მოსმენისას შეტანა.

2012-02-07 09:03 სრულად ნახვა

საია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილებების სამართლებრივი რეგულირება უნდა შეიცვალოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის _ “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეთა ინფორმირებულობას” _ ფარგლებში მომზადებული კვლევის “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილების ფარგლები” - სამართლებრივი ანალიზის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება 2012 წლის 31 იანავრს საატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

2012-01-31 11:22 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ვაცხადებთ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებებს და აქვს სამოქალაქო - პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი, ასევე ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს. კანონით დაწესებული შეზღუდვები, ხშირ შემთხვევაში, არაგონივრულია, ხოლო სანქციები - არაპროპორციული. კერძოდ, ახალი კანონით შემოღებულია ე.წ. „პარტიასთან კავშირში მყოფი“ ფიზიკური და იურიდიული პირების ცნება, რომლებზეც შეზღუდვებისა და რეგულაციების იგივე რეჟიმი გავრცელდება, რაც თავად პარტიებზე. მაგალითად, ასეთად მიჩნეულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს უფლება არა აქვთ შემოსავალი მიიღონ სამეწარმეო საქმიანობიდან, ხოლო სხვა სახის საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს წელიწადში; პარტიასთან დაკავშირებულ პირებს არა აქვთ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კრედიტის აღების უფლება; მათი ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს კონტრლის პალატა და სხვა.

2012-01-27 17:49 სრულად ნახვა