სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა

2009 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანაშრომლობით, 2009 წლის 15 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილე ათი პირის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. 2015 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი  ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საჩივარი „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.საჩივარი ეხება 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენულ იქნა არაპროპორციული ძალა. პოლიციელების მხრიდან მომჩივანთა ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა ასევე მთავარი სამმართველოს შენობაში, სადაც აქციაზე დაკავებული პირები  მიიყვანეს. აღნიშნულის შედეგად, მომჩივნების ნაწილმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.  

2015-10-09 12:38 სრულად ნახვა

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა აღიარა

2012 წლის 17 ივლისს ცოტნე გამსახურდიამ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მომჩივნის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით 2015 წლის 15 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“.საჩივარი შეეხებოდა მომჩივნის, ც. გამსახურდიას მსჯავრდებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროს დაწესებულების თანამშრომელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აწარმოა. ეროვნული სასამართლოების წინაშე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნული განცხადება შეფასების მიღმა დატოვეს. საია ევროპულ სასამართლოში მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევის დადგენას მოითხოვდა.

2015-10-09 12:26 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერ არასამთავრობოორგანიზაციებს, გვსურს როგორც საქართველოსმოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისყურადღება გავამახვილოთ ქვეყანაში არსებულმდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონისუზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებებისპატივისცემის მიმართულებით, რაც გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე 2016 წლისსაპარლამენტო არჩევნებისთვის.უნდა აღინიშნოს, რომ  2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ, რაც სერიოზულმონაპოვარს წარმოადგენდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების ისტორიაში,საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანისუფლებათა დაცვისა და განმტკიცებისკენ. სხვა მოვლენებთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავიაასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლითაც სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდასაქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დეკლარირება.

2015-10-08 10:29 სრულად ნახვა

განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა დაკავების და მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე

 ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს, რისი მიზეზიც ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატისათვის, დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა. დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ადგილსამყოფელი სამი საათის განმავლობაში უცნობი იყო და იგი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსთავი 2-მა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.  

2015-10-06 14:43 სრულად ნახვა

საიას სექტემბრის თვის წარმატებული საქმეები

 საიას დახმარებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებები იქნა დაცული საია თბილისის ოფისისა და ქუთაისის ფილიალის ადვოკატები იცავდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებებს, რომლის სასარგებლოდაც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მოძალადეებს აეკრძალათ მსხვერპლებთან ყოველგვარი ურთიერთობა. საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით  მოქალაქემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეძლო საიას ზუგდიდის ოფისის  ადვოკატი იცავდა მ.ე.-ს ინტერესებს, რომელმაც მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, თუმცა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით, მოქალაქის აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და სასამრთლომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. 

2015-10-06 10:17 სრულად ნახვა

კოალიციის განცხადება სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით

 გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი კომპანიის _ შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“  წილებს, რამაც შესაძლოა გარდაუვალი გახადოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ყველაზე მაღალრეიტინგული არხის ფუნქციონირების შეჩერება შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა ქიბარ ხალვაშის მიერ ,,რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელის წარდგენა. სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით კი ხალვაშის სარჩელის უზრუნველსაყოფად უკვე გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიება:  ,,რუსთავი 2“ -ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული განჩინება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, ხოლო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომები - აუცილებელი და პროპორციული.  

2015-10-02 16:32 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 28 სექტემბერს გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა დანიშვნა/გადანიშვნის საკითხი.  მიღებული გადაწყვეტილებით, ისევე როგორც მისი წინმსწრები პროცესით, ნათელი გახდა, რომ იუსტიციის საბჭოს მუშაობა არის არაეფექტური; აღნიშნული არაეფექტურობით საბჭო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც საბჭო ფრაგმენტული, დაუსაბუთებელი, სუბიექტური და საეჭვო მოტივების მქონე გადაწყვეტილებებით ცდილობს და არა სისტემური, კარგად გააზრებული და დასაბუთებული მიდგომებით.

2015-09-29 11:48 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება პარლამენტის მიერ პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას

 2015 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელისუფლება პროკურატურის სისტემის რეფორმას უწოდებს. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის არაერთხელ გამოეხმაურა აღნიშნულ პროცესს და საჯაროდ წარადგინა დასკვნები კანონპროექტზე. კოალიცია აღნიშნავდა, რომ მხოლოდ მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის და მისი განთავისუფლების ახალი წესის დადგენა არ არის საკმარისი პროკურატურის სისტემის რეფორმირებისათვის და შესაბამისად, მიმდინარე პროცესს ვერ ვუწოდებთ პროკურატურის სისტემის რეფორმას. ასევე, კოალიციამ უარყოფითად შეაფასა კანონპროექტის პირვანდელი ვერსია, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დეპოლიტიზირებას. მოგვიანებით, იმავე შინაარსის დასკვნა შეიმუშავა ვენეციის კომისიამ, სადაც აღინიშნა, რომ მართალია პროკურატურის რეფორმირების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის სრულ დეპოლიტიზირებას. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ნებისა და მზადყოფნის არარსებობა.  

2015-09-25 17:03 სრულად ნახვა

პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რასობრივი შეუწყნარებლობის ფაქტებთან დაკავშირებით

 21 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე, სახელწოდებით Georgian Ultras, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის ქუჩებში მშვიდობიან ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორი ეპიზოდი. ვიდეოს ახლავს აღწერა: "ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ. დინამოს ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობს მსგავს ''გაწმენდით სამუშაოებს''. თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ზანგები წარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს ასევე თურქების და არაბების მიმართ."

2015-09-23 14:20 სრულად ნახვა

კოალიციის განცხადება სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების თაობაზე

 კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც წარმოაჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან აშკარა უპატივცემლობას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

2015-09-21 13:15 სრულად ნახვა