სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„Check in Georgia” 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 20 ივლისს, კვლევის - „Check in Georgia” 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 2016 წელს, „Check in Georgia”-ს მიმდინარეობის დროს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე (ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენება და ძირითად ტენდენციები.

2017-07-20 11:35 სრულად ნახვა

მუსლიმთა თემის დაფინანსების კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

2017 წლის 20 ივლისს 11 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე თვლის, 

2017-07-19 16:14 სრულად ნახვა

თბილისის მერიიდან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების ტენდენცია გრძელდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგს,  რომელიც ეხებოდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას. მონიტორინგის ეტაპზე შეფასდა ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციაში, საქალაქო სამსახურებსა და თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.

2017-07-19 15:14 სრულად ნახვა

უფლებადამცველი ორგანიზაციების წერილი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოში

17 ივლისი წარმოადგენს რომის სტატუტის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დამფუძნებელი დოკუმენტის მიღების დღეს. შესაბამისად, 17 ივლისი აღინიშნება როგორც მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე. მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებით მძიმე საერთაშორისო დანაშაულებისათვის (გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაული) პასუხისმგებელი პირების დასჯას, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

2017-07-17 17:12 სრულად ნახვა

სახელმწიფომ ეფექტურად უნდა გამოიძიოს ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარა სოციალურ სივრცეში

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება 2017 წლის 16 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში’’ ქალის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს სათანადო ზომები მის აღსაკვეთად და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასაყენებლად.

2017-07-17 16:55 სრულად ნახვა

საია პოლიტიკოსებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 11 ივლისს  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავეს. დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ქრთამის აღებას.

2017-07-12 18:02 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები: მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტროს) უარს და მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა.

2017-07-11 12:27 სრულად ნახვა

ირაკლი ხოფერიას საქმის მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა

ირაკლი ხოფერიას სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მოწმე (გიორგი - გიგი ქათამაძე) არსებითად ცვლის თავის ჩვენებას. აღნიშნული მოწმე გამოძიებას, ირაკლი ხოფერიას მიერ მიცემულ ჩვენებას უდასტურებდა

2017-07-10 11:10 სრულად ნახვა

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა კონკურსის შედეგები

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთაგან თანაშემწეებად შეირჩნენ შემდეგი პირები:

2017-07-07 18:20 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს

კონსტიტუციის შეცვლა და თვითმმართველი ერთეულების შექმნა-გაუქმება, ის ორი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის სავალდებულოობას საქართველოს კონსტიტუციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ისევე, როგორც კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროსაც, მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა. ამ პირობის დარღვევა საფრთხის ქვეშ აყენებს მიღებულ გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და მისი ანტიკონსტიტუციურობის რისკებს ქმნის.

2017-07-07 13:29 სრულად ნახვა