საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2017 წლის 14 დეკემბერს გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარმოადგენს კვლევის პრეზენტაციას - „საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ.“ კვლევა მოიცავს 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს და ეფუძნება სამინისტროებიდან და თვითმმართველი ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი) მიღებულ საჯარო ინფორმაციას.
2017-12-14 11:53 სრულად ნახვაჩვენთვის ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს პარლმენტმა შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს ახალმიღებულ კონსტიტუციის ტექსტში და გააუარესოს საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური სტანდრატი.
2017-12-13 11:04 სრულად ნახვამივესალმებით 2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობლივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“
2017-12-12 14:05 სრულად ნახვა10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ადამიანის უფლებები ის უზენაესი და წარუვალი ღირებულებებია, რომელთა დაცვა და პატივისცემა აუცილებელ პირობას წარმოდგენს დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის.
2017-12-10 12:08 სრულად ნახვა2017 წლის დეკემბერის დასაწყისში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, ოთხ განცხადებაზე მიიღო პასუხი. ეს ფაქტი ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება, იუსტიციის სამინისტრომ საიას განცხადებებზე პასუხი 11 თვის დაგვიანებით გასცა.
2017-12-09 10:40 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
2017-12-06 16:37 სრულად ნახვათამარ ჟვანია და ცესკოს სხვა მოქმედი და ყოფილი წევრები სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხებიან
2017-12-03 19:59 სრულად ნახვა2017 წლის 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე, ხოლო 2017 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იქნა კანონპროექტი ‘საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე მანამდე საჯარო დისკუსია არ გამართულა და ოფიციალურად არც პარლამენტი და არც საზოგადოება ყოფილა ინფორმირებული მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
2017-11-29 14:41 სრულად ნახვაარასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ და ამავდროულად, თვით ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ავრცელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის - მაღალი თანამდებობის პირები.
2017-11-17 15:24 სრულად ნახვა