სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხებზე მომზადებული კვლევა წარუდგინა

2012-12-14 07:50
Featured image

10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ,,ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა - ძირითადი გამოწვევები ეროვნული და რეგიონული მაუწყებლებისთვის“ პრეზენტაცია 2012 წლის 14 დეკემბერს გამართა. 

კვლევის ფარგლებში საიამ წარადგინა მოსაზრებები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას გასათვალისწინებელ ძირითად საკითხებზე, თუ რამდენად დიდი და მასშტაბური სამუშაო აქვს ჩასატარებელი საქართველოს, რათა ამ გამოწვევას მომზადებული შეხვდეს. 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ფარგლებში წარმოადგინა რეკომენდაციებიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესების დაჩქარების მიზნით. 
 
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. 
 
კვლევა განხორციელებულია IREX-ის G-MEDIA პროგრამის ფარგლებში.