სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ში აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ტრენინგი გაიმართა

19 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგი - "როგორ განვახორციელოთ ანტიკორუფციული მონიტორინგი". ანტიკორუფციული მონიტორინგის გამოცდილების გაზიარების სურვილით საიას აღნიშნულმა ორგანიზაციებმა თავად მომართეს. უახლოეს მომავალში ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციები აპირებენ კოალიციის ჩამოყალიბებას ანტიკორუფციული მონიტორინგის ჩასატარებლად.

2007-02-19 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უახლოეს მომავალში შეიტანს დეპორტირებულთა ინდივიდუალურ საჩივრებს ევროპის სასამართლოში

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის პროცესი დაიწყო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეუდგა მათი ინტერესების დაცვას და მოამზადა სარჩელი სტრასბურგში გასაგზავნად. ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტრო აღარ აპირებს საჩივრის შეტანას რუსეთის  წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ბუნდოვანი პასუხი მასმედიის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  სრულიად მიუღებელია. მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს დროულად და საჯაროდ  დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რათა გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში დეპორტირებულმა მოქალაქეებმა არ გაუშვან ევროპის სასამართლოსთვის მიმართვის 6 თვიანი ხანდაზმულობის ვადა და ინდივიდუალური საჩივრების მეშვეობით მაინც მოახერხონ თავიანთი დარღვეული უფლებების აღდგენა. მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს აღნიშნული სამინისტრო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უახლოეს მომავალში შეიტანს დეპორტირებულთა ინდივიდუალურ საჩივრებს ევროპის სასამართლოში.

2007-02-06 20:00 სრულად ნახვა

მოკლული ვარლამ ფხაკაძის ოჯახის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2006 წლის 22 დეკემბრიდან იცავს 2006 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში მოკლული ვარლამ ფხაკაძის მამის ბორის ფხაკაძის – სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის ინტერესებს. 2006 წლის 7 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, ჭავჭავაძის ქ. #48-ში მდებარე ბინასთან, ქურდობის ფაქტზე არსებული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ივანე კაპატაძე, დავით მინაშვილი, კახა გაბუნია და ავალო გაბრიჭიძე. პოლიციელთა განმარტებით, ქურდობაში ეჭვმიტანილ – ვარლამ ფხაკაძის შესაპყრობად, პატრულ-ინსპექტორ - ივანე კაპატაძის მიერ გამოყენებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მოხდა სამი გასროლა, რის შედეგადაც ვარლამ ფხაკაძემ მიიღო გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა ბეჭის ზედა მესამედის არეში. მოცემულ საქმეზე არიან თვითმხილველებიც. მათი განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები სცემდნენ ვიღაც პიროვნებას. აღმოჩნდა, რომ პოლიციის თანამშრომლები ვარლამ ფხაკაძეს სცემდნენ.

2007-02-03 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სავაჭრო ობიექტების დემონტაჟის პროცესი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით და მესაკუთრეთა უფლებების უხეში დარღვევით მიმდინარეობს

30 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი თბილისში სავაჭრო ობიექტების დემონტაჟის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თბილისში სავაჭრო ობიექტების (ე.წ. უკანონო ნაგებობის) დემონტაჟის პროცესი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით და მესაკუთრეთა უფლებების უხეში დარღვევით მიმდინარეობს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნაგებობის უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, საქმის წარმოებაში ჩართოს ნაგებობის მფლობელი და საჯაროობის პრინციპების დაცვით მიიღოს დადგენილება. ნაგებობის უკანონობის დადგენის შემთხვევაში  პასუხისმგებლობის ერთერთი ღონისძიება შეიძლება იყოს ამ ნაგებობის დემონტაჟი. კანონით მკაცრად არის განსაზღვრული, რომ დემონტაჟის შესახებ დადგენილება ნაგებობის მფლობელს უნდა გადაეცეს მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. თავის მხრივ მფლობელს/მესაკუთრეს უფლება აქვს 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს ეს დადგენილება. აღნიშნული პროცედურა უხეშად ირღვევა უკანანსკნელ პერიოდში ქალაქში განხორცილებულ ე.წ. უკანონო ნაგებობათა დემონტაჟის დროს. ნაგებობათა მესაკუთრეებს არ ბარდებათ მათ მიმართ გამოტანილი დადგენილებები და შესაბამისად წართმეული აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს და დაიცვან თავინთი საკუთრების უფლება.

2007-01-29 20:00 სრულად ნახვა

საია-ს ქუთაისის ფილიალში პროექტის "სტუდენტები ქალთა უფლებებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა

2006 წლის ოქტომბრიდან საიას-ს ქუთაისის ფილიალში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს LDA GEORGIA-ს ფინანსური მხარდაჭერით პროექტი "სტუდენტები ქალთა უფლებებისთვის" ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონის მასშტაბით იურიდიული ფაკულტეტის II-V კურსის სტუდენტებისთვის ერთწლიანი სასწავლო კურსის ორგანიზებასა და მათთვის პროფესიული უანრ-ჩვევების განვითარებას. კურსი გულისხმობს სწავლებას ქალთა უფლებების შესახებ და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. სასწავლო კურსი 3 ეტაპისგან შედგება: პირველ ეტაპი – ქალთა უფლებები და კონსტიტუციური სამართალი;მეორე ეტაპი – ქალთა უფლებები და სამოქალაქო სამართალი;მესამე ეტაპი – ქალთა უფლეები და სისხლის სამართალი; ასევე თითოეული ეტაპის დასასრულს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იქნება 2 იმიტირებული სასამართლო პროცესი. 2007 წლის 10 აინვარს საია-ს ქუთაისის ფილიალში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორისა და  მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს  პროექტის  მიზნები და პროექტით გათვალისწინებული აქტივობები. თემის ირგვლივ აზრი გამოთქვეს მოწვეულმა სტუმრებმა და დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. საპროექტო ჯგუფის მიერ სტუმრებს საჩუქრად სარეკლამო ბუკლეტები და ბროშურები გადაეცათ .

2007-01-16 20:00 სრულად ნახვა

საია-მ ქალაქის პროკურატურაში შუამდგომლობა შეიტანა

2 მაისს, კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით (სადაც ორი ახალგაზრდა დაიღუპა) დაზარალებულების ადვოკატებმა თბილისის პროკურატურას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის დროს ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის ლიკვიდაციის ფაქტზე სისიხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად (მკლველობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომების გადაცილებით), თბილისის პროკურატურაში ცალკე დაიწყო გამოძიება. მიუხედავად იმისა რომ სპეცოპერაციის დროს გადარჩენილმა ფუთურიძემ სასამართლოს განუცხადა, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ქონდა ცეცხლის გახსნას, ვაზაგაშვილის ადვოკატების მიერ მოპოვებულ იქნა მტკიცებულება, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს. კერძოდ, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ძალოვანებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ადგილზე დაიღუპნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მიერ თვითმხილველებს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელსაც დაზარალებულის მხარე გამოძიებას წარუდგენს, მოითხოვს მათ დაკითხვას და საქმეზე ობიექტურ გამოძიებას. ამ თემაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში სპეციალური ბრიფინგი მოეწყო.

2007-01-14 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი განაცხადი გააგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში

2006 წლის  29 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი განაცხადი გააგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. განაცხადი შეეხება  არასამთავრობო ორგანიზაციის “თანასწორობის ინსტიტუტი”-ს წევრების დაკავებასა და 30 დღიანი პატიმრობის ფაქტს.  2006 წლის 29 ივნისს სააპელაციო სასამართლოს ეზოში “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი”  საჯაროდ გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ისინი ხმის გამაძლიერებლის ე.წ. მეგაფონის საშულებით მოუწოდებდნენ სასამართლოს მიუკერძოებლობისკენ და დამოუკიდებელ ტელეარხ “202”-ის დამფუძბნებლების, შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციის დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში სასამართლოს შენობიდან გამოვიდნენ მანდატურები და ზემოაღნიშნული პირები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააკავეს. შემდგომში ისინი სააპელაციო სასამართლოს შენობაში შეიყვანეს და ერთ-ერთ ოთახში მოათავსეს. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ეკა ტყეშელაშვილმა სსსკ–ს 208-ე მუხლზე დაყრდნობით ადგილზე თათბირითა და  ზეპირი მოსმენის  გარეშე განმცხადებლებს 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისად, პატიმრობის შეფარდების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არც უშუალოდ განმცხადებელებს და არც მათ ადვოკატებს. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით  განკარგულება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.  განმცხადებლები თვლიან რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-5, მე-6, მე-10, მე-11, მე-13 და მე-7 ოქმის მეორე მუხლი.

2007-01-07 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა არსებობის 10 წლის იუბილე აღნიშნა

23 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის მე-8 საერთო კრება გაიმართა. კრებას საია-ს თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლალი ჩხეტია და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილიალის თავმჯდომარემ კრებას საქმიანობის შესახებ  წლის ანგარიში წარუდგინა, გაიმართა მსჯელობა ფილიალის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ქუთაისის ფილიალისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება  სასამართლოს დამოუკიდებლობა, ბრძოლა სამართალდამცავების მიერ ძალაუფლების გადამეტებისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და სხვა. საერთო კრებამ აირჩია ფილიალის გამგეობა და სარევიზიო კომისია. გამგეობის შემადგენლობა:1. მადონა ბასილაძე2. ლაშა გვენეტაძე3. თეონა კუჭავა4. თამარ ობოლაძე5. ზაალ გორგიძე სარევიზიო კომისიის შემადგენლობა:1. მიხეილ ჩოგოვაძე2. რეზო თოფურია3. ზვიად კოღუაშვილი ასევე, 23 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა არსებობის 10 წლის იუბილე აღნიშნა, სადაც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.საიუბილეო ღონისძიებაზე თანაშემწეებს, ფილიალის წევრებსა  და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ სათაო ოფისის წარმომადგენელებს სიგელები და სერთიფიკატები გადაეცათ.

2006-12-23 20:00 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლოში ამა წლის ივლისიდან მოყოლებული განიხილებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის გაერთიანებული სარჩელი. საქმე შეეხებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლების  იმ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც მოსამართლეს უფლება ჰქონდა, სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოეტანა საბოლოო განკარგულება პირის დაპატიმრების შესახებ. მოსარჩელეთა აზრით, სადაო აქტი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კოსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს, მე-6 მუხლსა და ამავე კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლს.  საქმეზე მოწვეულმა სპეციალისტებმა: თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირინე აქუბარდიამ, პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ და ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა სრულად გაიზიარეს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა არგუმენტები და დაადასტურეს სადაო ნორმათა წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან.

2006-12-20 20:00 სრულად ნახვა

ბათუმში საია-ს აჭარის ფილიალის XII საერთო კრება გაიმართა

16 დეკემბერს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის XII საერთო კრება გაიმართა. კრებას ესწრებოდნენ აჭარის ფილიალის წევრები, საიას თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე. საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ პაატა შარაძემ კრებას წარუდგინა აჭარის ფილიალის საქმინაობის ერთი წლის ანგარიში. გაიმართა მსჯელობა ფილიალის საქმიანობის პრიორიტეტებზე, იურიდიული განათლება და სტუდენტ-იურისტებთან ურთიერთობა ფილიალისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. საერთო კრებამ აირჩია აჭარის ფილიალის გამგეობისა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობა. საიას აჭარის ფილიალის გამგეობის ახალი შემადგენლობა:1. პაატა შარაძე2. ნათია აფხაზავა3. ნინო ტავლალაშვილი4. ირაკლი კვერღელიძე5. ლაშა კალანდაძე საიას აჭარის ფილიალის სარევიზიო კომისია:1. ნატო დუმბაძე2. მინდია ალელიშვილი 3. სულხან სალაძე უახლოეს მომავალში საიას აჭარის ფილიალის გამგეობა თავისი შემადგენლობიდან აირჩევს ფილიალის თავმჯდომარეს.

2006-12-18 20:00 სრულად ნახვა