სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ტრეფიკინგის ტემაზე შექმნილი ფილმის პრეზენტაცია გამართა

2007-07-19 20:00
Featured image

20 ივლისს კინოს სახლში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დოკუმენტური ფილმი _ "ტრეფიკინგი XXI-საუკუნის მონობა" წარმოადგინა. ფილმი გადაღებულია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემატიკაზე.

ნამუშევარი რეალურ ფაქტებზეა აგებული და მისი მიზანია ქართველი საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის საშიშროების შესახებ. ნამუშევარში ასევე ნახავთ ექსპერტების შეფასებებს.

ფილმი, რეჟისორმა გია ალავიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებისა და ადამიანით ვაჭრობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მიერ მოწედებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გადაიღო.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამომავლოდ ფილმის ჩვენება სახვადასხვა ქართულ ტელეარხებზე იგეგმება. ნამუშევარი აგრეთვე გამოყენებული იქნება ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ საზოგაოდებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.