სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთში

2007-07-03 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტში მონაწილეობა მიიღო შემდეგმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა:


1. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი;
2. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;
3. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი;
4. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
5. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
6. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
7. ქალთა კლუბი “პეონი”;
8. საერთაშორისო ორგანიზაცია “კივიტას გეორგიკა”;
9. საქართველოს გაეროს ასოციაცია;

პოლონეთში, პროექტის მესამე ეტაპის მასპინძელ ორგანიზაციას წარმოადგენდა “პოლონეთის-ჩეხეთის-სლოვაკეთის სოლიდარობის ფონდი”. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობთა შეხვედრები პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან.
ვიზიტის ბოლოს დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები. ადგილზევე დაიგეგმა რამოდენიმე ერთობლივი (პოლონეთი-საქართველო) პროექტის განხორციელება.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში (თებერვალი, 2006) სამუშაო ვიზიტი განხორციელდა მოლდოვაში, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში (აპრილი, 2006) პოლონური და მოლდოვური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს, სადაც მათ მასპინძლობას უწევდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.