სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ფორუმი გამართა

2015-06-17 10:30
Featured image

სტივენ მ. ჰეიკინი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გახსნიან ფორუმს წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. ფორუმს მასპინძლობს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 17 ივნისს, 10 სთ-ზე სასტუმრო ჰოლიდეი ინში.

 
ფორუმმა შეკრიბა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარსულში ჩადენილი დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განსახილველად. კოალიციამ სახელმწიფოს წარუდგინა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია სამართლის აღსრულება ჩადენილი დარღვევების მიმართ იმგვარად, რომ პროცესი დაცული იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან.
 
ფორუმში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი იურისტები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები. ეს კოალიციის მიერ ორგანიზებული რიგით მე-12 ფორუმია. კოალიცია ერთიანებს 34 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა შორისა არიან პროფესიული იურიდიული გაერთიანებები, ბიზნეს ასოციაციები და მედია ორგანიზაციები. კოალიცია მიზნად ისახავს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მხარდაჭერას შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგისა და რეფორმების ადვოკატირების გზით.
 
ფორუმს მხარს უჭერს ამერიკის მთავრობა USAID-ის  პროექტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) საშუალებით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.
 

 
USAID საქართველოში: ბოლო 23 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov