სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება პალიტრა TV -ს გავრცელებასთან დაკავშირებით

2015-03-13 15:00
Featured image

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ყურადღებით აკვირდება MUST Carry-სა და MUST Offer - ის პრაქტიკულ განხორციელებას და გამოთქვამს წუხილს, რომ მიუხედავად მრავალთვიანი დავისა, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება მაგთიკომსა და პალიტრა TV-ს შორის. დავა ვერ დარეგულირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს მიერ საკითხის განხილვითაც, რომლებმაც არ დაავალდებულეს მაგთიკომი საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში განეთავსებინა პალიტრა TV -ს კონტენტი. კოალიციისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომელ პლატფორმას იყენებენ მაუწყებლობის მისაღებად, თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ადგილობრივი საერთო მაუწყებლები, იმგვარად , რომ არ მოხდეს მოქმედი ოპერატორებისთვის ტექნიკური პრობლემების შექმნა.

კოლაიცია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს მაგითიკომისა და პალიტრა TV -ს მოლაპარაკებებში და შეასრულოს მედიატორის როლი.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები:
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
• საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
• ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“;
• რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
• რეგიონული მედიის ასოციაცია;
• მედიაკლუბი;
• არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
• ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
• სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი