სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თავმჯდომარე პარლამენტის წევრებს მიმართავს

საქართველოს პარლამენტი 2007 წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას. კოდექსის პროექტი, რომლის “დღევანდელი ვერსიის” შემუშავება 2004 წლიდან მიმდინარეობს, პარლამენტმა გასულ გაზაფხულზე პირველი მოსმენით მიიღო. პროექტმა 2004 წლიდან დღემდე მნიშნვნელოვნად იცვალა სახე. გიორგი ჩხეიძე წერილით მიმართავს პარლამენტის წევრებს, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე. წერილი დაეგზავნათ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნებს და იუსტიციის უმალესი საბჭოს მდივანს. საიას თავმჯდომარეს მიმართვა პარლამენტის წევრებს

2007-09-02 20:00 სრულად ნახვა

საია ბათუმში კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს

24 აგვისტოს (13:00 საათზე) საქართველოს კონსტიტუციის დღეს (კონსტიტუცია მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოს),  ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "ინტრურისტებში" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს კონსტიტუციის დღეს. 12 წლის წინ მიღებულმა კონსტიტუციამ დემდე მრავალი ცვლილება განიცადა. მიუხედავად ამისა მისი მეორე თავი რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება უცვლელი დარჩა. საკონსტიტუციო სასამარლო, რომელიც კონსტიტუციის დაცვის უმაღლესი გარანტია საქართველოში გადავიდა ქალაქ ბათუმში. ჩვენ, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა ქვერყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები. მიღებაზე მოწვეულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, სახალხო დამცველი, პარალამენტის იურიდიული კომიტრეტის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლერსი საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლლები.

2007-08-22 20:00 სრულად ნახვა

საიას განცხადების შემდეგ ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაუქმდა გადაწყვეტილება მიწების ჩამორთმევის შესახებ

დღეს ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე დიადო (#16.01.435) დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ქალაქის მთავრობის 20 ივლისის დადგენილება (#15.22.419) 1994-1999 გაცემული მიწების ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ. დღეს გამოქვეყნებული დადგენილებაში ნათქვამია:“საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ადმინსიტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ ქ. თბილი მთავრობის 2007 წლის 20 ივლისის #15.22.419 დადგენილება მიზანშეწონილია გამოცხადდეს ძალადაკარგულად, ვინაიდან მისმა მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ინტერესებს”.

2007-08-09 20:00 სრულად ნახვა

საია აქვეყნებს მიწის ნაკვეთების სიას, რომლებსაც ემუქრებათ ჩამორთმევა თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით

საიამ ა.წ. 30 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 20 ივლისს თბილისის მთავრობამ მიიღო  დადგენილება (#15.22.419), მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ გამოცემული ზოგიერთი დადგენილების გადახედვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, რაც  ითვალისწინებს 1992 -1998 წლებში "არაუფლებამოსილი" ორგანოების მიერ გამოცემული დადგენილებების ბათილად ცნობას, რომელთა შედეგად თბილისის ათობით მოქალაქეს ჩამოერთმევა მიწის ნაკვეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მთავრობა არასწორად განმარტავს კანონს და ხელყოფს საკუთრების უფლებას.

2007-08-08 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების წარმატებული საქმეები (ივლისი)

1. საიას ადვოკატის დახმარებით მოქალაქემ საკუთარი ქონება დაიკანონა საიას დუშეთის ოფისს განცხადებით მიმართა დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში მცხოვრებმა ნ.ც.-მ, რომელიც ითხოვდა დახმარებას უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის. ნ.ც.-ს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა უსაფუძვლოდ  უთხრა უარი მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. მომმართველმა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა უძრავი ქონების  საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და ცნობა საკრებულოდან, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთი  ნ.ც.-ს ჰქონდა კანონიერ სარგებლობაში. საიას დუშეთის ოფისმა დაიცვა მოქალაქის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობაში. ადვოკატის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა  და ქონება დუშეთის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულ იქნა, როგორც ნ.ც.-ს საკუთრება. ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ სხვა მოქალაქეებსაც, რომლებსაც თავის დროზე უარი ეთქვათ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. საიას დუშეთის ოფისის უშუალო ჩარევის შემდეგ, დუშეთის რაიონის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა ნ.ც.-ს საქმის პრეცედენტი, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ადმინისტრაციულ საჩივარზე და ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირა ისე, რომ მათ  აღარ დასჭირდათ ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა.

2007-07-29 20:00 სრულად ნახვა

საია მზადაა დაეხმაროს იმ პირებს, რომელთა საკუთრების უფლება შეიძლება შეილახოს თბილისის მთავრობის მხრიდან

20 ივლისს თბილისის მთავრობამ მიიღო დადგენილება (#15.22.419), თბილისის მუნიციპალიტეტის, კაბინეტისა და დედაქალაქის მთავრობის მიერ გამოცემული ზოგიერთი დადგენილების გადახედვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. თბილისის მთავრობა თვლის, რომ 1994-98 წლებში მიღებული დადგენილებები გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ და ექვემდებარება ბათილად ცნობას. დადგენილებების ბათილად ცნობის შემთხვევაში თაბუკაშვილის #50-ში მცხოვრები მოქალაქეები და სხვა ათობით მესაკუთრე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებას დაკარგავენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მთავრობა არასწორად განმარტავს კანონს და ხელყოფს საკუთრების უფლებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ იმ პირებს, რომელთა საკუთრების უფლება შეიძლება შეილახოს თბილისის მთავრობის მხრიდან.

2007-07-28 20:00 სრულად ნახვა

19 წლის ვარლამ ფხაკაძის მკვლელობის მონაწილეებს მსუბუქი განაჩენი გამოუტანეს

26 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 2006 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში მოკლულ ვარლამ ფხაკაძის მკვლელობის მონაწილეებს.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიესაჯათ:ივანე კაპატაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 114-ე (მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით) და 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურეობრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;

2007-07-26 20:00 სრულად ნახვა

საიამ ათასწლეულის მიზნების განვითარებაში ყველაზე პასიური და აქტიური სამინისტროები დაასახელა

25 ივლისს სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის “მომავალი სიღარიბის გარეშე” ფარგლებში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ყველაზე აქტიური და ყველაზე პასიური საჯარო დაწესებულება ათასწლეულის მიზნების განვითარებისთვის”. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს (ძალოვანების გარდა) წარმომადგენლები და კოალიციის “მომავალი სიღარიბის გარეშე” წევრი ორგანიზაციები.

2007-07-24 20:00 სრულად ნახვა

საია საკონსტიტუციო სასამართლოში შალვა რამიშვილის ინტერესებს დაიცავს

საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საიამ მოამზადა და სასამართლოში შალვა რამიშვილს წარმოადგენს აყენებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას. გასაჩივრებული მუხლი ერთიანად ართმევს ყველა პატიმარს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. არსებული კანონით მათ არც ხმის მიცემა შეუძლიათ და არც საკუთარი კანდიდატურის დაყენება. იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს კონსტიტუცია იზიარებს უფლებათა პროპორციული შეზღუდვის პრინციპს, არაკონსტიტუციურია ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის აქტიური საარჩევნო უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. კონსტიტუციური სარჩელით ჩვენ მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრებისთვის აქტიური საარჩევნო უფლების (უფლება აირჩიოს) აღდგენას ვითხოვთ. აღსანიშნავია რომ პატიმართათვის აქტიური საარჩევნო უფლების ერთიანი და განურჩეველი ჩამორთმევა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევად მიიჩნია საქმეში ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. საქართველო აღნიშნული ოქმის ხელმომწერი სახელმწიფოა და ევალება შეასრულოს ამ ოქმიდან და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

2007-07-22 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის

5 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროექტის “სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში” ფარგლებში ორგანიზებული იქნა ტრენინგი თემაზე: ადგილობრივი თვითმმართველობა (კანონმდებლობა და ფუნქციონირება). 20 ივლისს ორგანიზებული ტრენინგის თემას წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების, არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის საკითხები. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების 20-მდე წარმომადგენელმა. მონაწილეებს გადაეცათ სასემინარო მასალები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: ინფორმაციის თავისუფლება, ადმინისტრაციული პროცედურები ადგილობრივი ბიუჯეტი და სხვა. პრიორიტეტი მიენიჭება ასევე თავად ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლების მიერ შერჩეულ სასემინარო თემებს. სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ჩატარებული იქნა საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის - ქეთევან ბებიაშვილის მიერ. 30-თვიანი პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, რომელიც ხორციელედება CARE ავსტრიისა და  CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია Civitas Georgica.

2007-07-22 20:00 სრულად ნახვა