სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კვლავაც სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.   გასული წლის სექტემბრის თვეში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობდა როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. გავრცელებული ვიდეო მასალა კი ამ სისტემური პრობლემის მხოლოდ ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოვითხოვეთ, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა, მათ შორის ვიდეო ფირებზე ასახულ ფაქტებზე, ჩატარებულიყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. გარდა ამისა, გაჩნდა იდეა, რომგამოძიების მანდატი და პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ერთ კონკრეტულ საზოგადოებრივ პროკურორს, რომელიც ისარგებლებდა მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და რომელიც მის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით მოახდენდა  წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე  ფოკუსირებას; და ბოლოს, სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივ პროკურორთან შექმნილიყო შესაბამისი პროფესიონალებით - იურისტებით, ექიმებით და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენდა  პატიმრების გამოკითხვას, მტკიცებულებების შეგროვებას და მათ მიწოდებას საზოგადოებრივი პროკურორისთვის.

2013-02-04 00:49 სრულად ნახვა

საია ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ნელი საქუაშვილისა და ნინო მაისურაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონიტორინგს უწევს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე მოვლენებს. პრობლემების ერთი ჯგუფი, რაც ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში მომუშავე პირთა სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიგ შემთხვევებში გათავისუფლების საფუძველი პირადი განცხადებებია, თუმცა შესწავლას საჭიროებს მსგავსი განცხადებები გათავისუფლებულმა პირებმა თავიანთი ნამდვილი ნების შესაბამისად დაწერეს თუ ზემდგომი თანამდებობის პირთა ფსიქოლოგიური ზეწოლის ან სხვა სახის უკანონო ქმედებათა შედეგად.  მოცემულ შემთხვევაში საია ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორი პირის გათავისუფლებას ეხმიანება. მოქალაქე ნელი საქუაშვილმა წერილობით მიმართა საიას გორის ოფისს და  განუცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ნინო მაისურაძის შემთხვევა, რომელმაც საიას განუცხადა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ფცის ტერიტორიული ორგანოდან იმ დროს გათავისუფლდა, როდესაც ორსულობის გამო დეკრეტულ შვებულებაში აპირებდა გასვლას. როგორც მის განცხადებაშია მითითებული, გათავისუფლების შესახებ დააწერინეს განცხადება იმ მოტივით, რომ ახალი გამგებელი თანამდებობაზე ხელახლა დანიშნავდა. 2013 წლის 8 იანვრით დათარიღებული ბრძანებით ნ. მაისურაძე სამსახურიდან გათავისუფლდა და საფუძვლად მის მიერვე დაწერილი განცხადება მიეთითა. გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ივ. ოსაძე. 

2013-01-30 01:57 სრულად ნახვა

საია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს სამართლებრივ დასკვნას ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომლის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 28 დეკემბერს მიიღო.    შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით უქმდება აკრძალვა, რომლითაც დაუშვებელი იყო პარლამენტის დათხოვნა მისი არჩევნებიდან პირველი 6 თვისა   და პრეზიდენტის ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ასევე უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, აღნიშნული დროის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დანიშნოს მთავრობა. ინიციატორების აზრით, არსებობს პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხე, ცვლილებები სწორედ ამ კრიზისის თავიდან აცილებით არის მოტივირებული.

2013-01-25 07:47 სრულად ნახვა

საია საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წწ. თანხების ხარჯვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბოლო წლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სფეროს წარმოადგენდა. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ფონდებიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მხოლოდ ხანგრძლივი სასამართლო დავების შედეგად ხდებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი.

2013-01-25 04:57 სრულად ნახვა

საიას კვლევის „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზის“ პრეზენტაცია ქალაქ ბათუმსა და ქუთაისში

2013 წლის 21 იანვარს ქალაქ ბათუმში, ხოლო 2013 წლის 22 იანვარს  ქალაქ ქუთაისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის: „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზის“ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრებს დაესწრნენ ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ქვეყნის საკანონმდებლო, ხელისუფლების წარმომადგენლები, შესწავლილ საქმეთა მსჯავრდებულები.  

2013-01-23 01:57 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ქუთაისის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე (სპეციალიზაცია – სისხლის სამართალი)

ძირითადი მოვალეობებია: • მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა ოფისში და გასვლით კონსულტაციებზე;  • მოქალაქეთათვის  საადვოკატო მომსახურების გაწევა სისხლის სამართალში; • კანონპროექტებზე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება სისხლის სამართალში;  • საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება სისხლის სამართალში;

2013-01-22 06:20 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ქუთაისის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე (სპეციალიზაცია – სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)

ძირითადი მოვალეობებია: • მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა ოფისში და გასვლით კონსულტაციებზე;  • მოქალაქეთათვის  საადვოკატო მომსახურების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; • კანონპროექტებზე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;  • საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; 

2013-01-22 06:18 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა კონკურსის შედეგად შერჩეული თანაშემწეების სია

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა კონკურსის შედეგად შერჩეული თანაშემწეთა სიას აქვეყნებს.

2013-01-21 03:53 სრულად ნახვა

კოალიციის მიმართვა საქართველოს პარლამენტს

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც შეეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილვის რეგულირებას.   საქართველოს პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა დაკავშირებულია ბრალდებულის სტატუსთან, კერძოდ, ინტერესი არსებობს იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა და ასევე პირს, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში ზემოხსენებულ პირთან ერთად.   

2013-01-16 07:02 სრულად ნახვა