სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველომ ხელი მოაწერა პირველ საერთაშორისო ხელშეკრულებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ

2009-06-17 20:00
Featured image


2009 წლის 18 ივნისს, ნორვეგიაში ქალაქ ტრომსოში ევროპის საბჭოს თორმეტმა წევრმა ქვეყანამ , მათ შორის, საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციას.

კონვენცია პირველი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტია, რომელიც ინფორმაციის მიღების უფლებას  ადამიანის ფუნდამეტურ უფლებად აღიარებს. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის აპრილში  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომა საქმეში უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი უნგრეთის წინააღმდეგ , განაცხადა, რომ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით  გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლება საიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისათვის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სხვა ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა კონვენცის შემუშავების პროცესში. სამწუხაროდ, კონვენცია ინფორმაციის თავისუფლების უფრო დაბლ სტანდარტს ადგენს, ვიდრე ეს საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არის გათვალისწინებული, მაგრამ ის მაინც პირველი იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც ინფორმაციის მიღების უფლებას აღიარებს ადამიანის ფუნდამეტურ უფლებად.

ხელმოწერების შემდეგ დაიწყება სარატიფიკაციო პროცესი, ხოლო 10 ქვეყნის მიერ კონვენცის რატიფიცირების შემთხვევაში ძალაში შევა ის დამატებითი დებულებები, რომლებიც სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ გვერდზე www.gyla.ge/foi  


სასარგებლო ბმულები
http://www.coe.int  
http://www.recognisemyright.info  
http://www.access-info.org