სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს დამკვირვებლის პოზიციაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის

2024-06-25 10:58
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არჩევნების სადამკვირვებლო მისია მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს და საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებს

პოზიციის აღწერილობა

 

- პოზიციის დასახელება - საუბნო საარჩევნო კომისიის და მობილური ჯგუფის დამკვირვებელი

- პოზიციის სამუშაო განაკვეთი - კენჭისყრის დღე

- შერჩეულ დამკვირვებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი დამკვირვებელთა უფლება-მოვალეობების, ქცევის წესებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ. 

- ტრენინგის შემდეგ კანდიდატები გაივლიან წერით ტესტირებას.

- დამკვირვებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირების და საკომუნიკაციო ხარჯებით, ასევე გათვალისწინებული იქნება ჰონორარი.

 

მოთხოვნები:

 

საიას დამკვირვებელი შეიძლება იყოს: 

 

- პროფესიით იურისტი, იურიდიული ფაკულტეტის ან მომიჯნავე სფეროს სტუდენტი, ასევე პირი, რომელსაც აქვს წარსულში არჩევნებში დაკვირვების გამოცდილება. 

- მოტივირებული, პასუხისმგებლობით სავსე, დეტალებზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური;

- კანდიდატი არ უნდა იყოს რომელიმე მოქმედი ან ყოფილი პარტიის წევრი ან აქტივისტი. ამასთანავე წარსულში პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის ან პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში. 

 

კანდიდატმა უნდა მიუთითოს რომელ რეგიონში სურს დაკვირვება. 

 

კონკურსით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შევასოთ ფორმა შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/GylaObservers

 

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2024 წლის 21 ივლისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 

Tel: 577 07 05 67 (11:00-დან 17:00 საათამდე)

E-mail: gabuladze@gyla.ge