სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას აჯამებს

2018-12-10 12:22
Featured image

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა. 70 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. დეკლარაცია ეფუძნება იმ საერთო ღირებულებას, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით; ადამიანის უფლებების დაცვა  და პატივისცემა არის ყველა სახელმწიფოს ვალდებულება და მიზანი, რომლისაკენაც დემოკრატიული საზოგადოებები უნდა მიისწრაფოდნენ.

2018 წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებების დაცვას სამართალწარმოების, მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით აგრძელებდა. 2018 წელს საიას უფასო სამართლებრივი დახმარებით 36 500-ზე მეტმა პირმა ისარგებლა, 4700-ზე მეტ პირს მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი (სარჩელი, საჩივარი, განცხადება და ა.შ.), 120 საქმე დასრულდა წარმატებით. საიას მიერ სტრატეგიულმა სამართალწარმოებამ და ადვოკატირებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადამიანის უფლებების სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. საიას მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის პროცესმა შესაძლებელი გახადა იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა აღმოფხვრა დამატებით ძალისხმევას საჭიროებს.

ქვემოთ წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა სფეროში ის ძირითადი გამოწვევები, რომლის იდენტიფიცირებაც საიამ 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მოახდინა: